“იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იბადება”

news
: news თებერვალი 3, 2016 16:47 განახლებულია

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იბადება”

მნიშვნელოვანი

  • „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს.

სხვა სტატიები

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს.

როგორც ნაჭყებიამ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა არსებობს.

მისი განმარტებით, პრობლემა არის როგორც იუსტიციის საბჭოსთან მიმართებით, ასევე, მოსამართლეთა კორპუსის მიმართაც.

„ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა იბადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით. თვითონ თეა წულუკიანმა, როდესაც მურუსიძე დაინიშნა, განაცხადა, რომ მოსამართლეთა კორპუსმა გამოაჩინა თავისი სახე და ეს სახე არის ძალიან ცუდი. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს პრობლემა თვითონ იუსტიციის საბჭოში, რომელიც ამ ცუდი სახის მოსამართლეებს ნიშნავს და ამწესებს სასამართლოებში და მეორეს მხრივ, გვაქვს სერიოზული პრობმლემა თითონ მოსამართლეთა კორპუსის. ასევე, ჩვენ ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც ტესტებმა გაჟონა და ვიღაცეებს აქვს საშუალება, წინასწარ იცოდნენ, რა საკითხები იქნება და მოემზადონ ამის მიხედვით. ესეც, რა თქმა უნდა, ეწერება ძალიან სერიოზულ ნეგატივში, როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში“,- განაცხადა ნაჭყებიამ.

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეთა დაკომპლექტების წესის შეცვლის ორი გზა არსებობს.

„ეს ორი გზაა: საზოგადოებამ შევაგროვოთ ხელმოწერები და საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება მოვახდინოთ. არის მეორე გზაც, რომ ასეთი ინიციატივით შემოვიდეს თვითონ პარლამენტი. მინდა პარლამენტს მივმართო საზოგადოების სახელით, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს კანონპროექტი, უყაროს კენჭი და მიიღოს კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით და გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ დაკომპლექტების ახალი წესის დამტკიცებამდე ძველ, ანუ მოქმედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება შეუჩერდეს“,-განმარტა მანანა ნაჭყებიამ.

news
: news თებერვალი 3, 2016 16:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics