იუსტიციის სამინისტროში უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უწყებათშორისი კომისიის სხდომა იმართება, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელემა, ლაშა ნატროშვილმა.

როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, კომისიამ დღევანდელ სხდომაზე უნდა მოისმინოს რეკომენდაციები, რომელიც პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, მათ შორის იქნება რეკომენდაციები ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით.

ნატროშვილის თქმით, უწყებათაშორისი კომისიის მანდატი არის ადმინისტრაციული რესურსის მონიტორნგი და, შესაბამისად აქცენტები კეთდება ადმინისტრაციული რესურსის რეგულირებაზე.

მისი განცხადებით, უშუალოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობას” საქართველოს რეკომენდაციები დღევანდელ სხდომაზე არ ექნება, თუმცა სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამ მიმართულენით მუშაობს და რეკომენდაციებს მაშინ გამოსცემს როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

მისი თქმით, დღეს სავარაუდოდ უწყებათა შორისი კომისისს ბოლო სხდომა იმართება.

banner
წინა სტატიაშიკოკა ყანდიაშვილი შესაძლოა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელად დაინიშნოს?
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო