იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას ლაგოდეხის მცხოვრებლებიც შეძლებენ

3 აგვისტოდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობას უკვე ლაგოდეხის მცხოვრებლებიც შეძლებენ.

იუსტიციის სახლის რიგით მე-18 ფილიალს ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზეიმოდ გახსნის.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისათვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეექვსე ფილიალია და 35 ადგილობრივი დასაქმდება.

2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია ონსა და ახალქალაქში.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ლაგოდეხში დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება დავით შანის და ბენდის კონცერტი.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პუტჩის მცდელობაში დასავლეთი დაადანაშაულა
შემდეგი სტატია8 აგვისტოს პუტინი ბაქოში ჩავა