იუსტიციის საბჭოში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ

დისციპლინიური დევნის საქმე კონფედენციალურია და ამდენად, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ მიმდინარეობს თუ არა დევნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინფორმაციას ვერ გასცემს.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში აცხადებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია ვასაძის თქმით, ამ დროისთის მისთვის უცნობია გააკეთებს თუ არა სპეციალურ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ცოტახნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე.

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საქართველოს პროკურატურის მიერ იდევნება.

მისივე თქმით, მოსამართლე, რომელიც „რუსთავი2“-ის საქმეს განიხილავს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია შემჩნეული.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია – ყოფილი კონგრესმენი რუსთავი 2 – ზე
შემდეგი სტატიაკალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ თანამდებობა დატოვა