იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

news
: news თებერვალი 20, 2016 17:28 განახლებულია

იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

მნიშვნელოვანი

  • მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

სხვა სტატიები

მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანიდატი – სერგო მეთოფრიშვილი იღებდა. მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.

მის არჩევას არასამთავრობოების პროტესი უკვე მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი, რომელიც დღეს იქნა არჩეული, არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე.

მათი თქმით, 3 წლის შემდეგ მეთოფრიშვილს თავად მოუწევს საკუთარი თავის შეფასება, რაც ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეა.

იუსტიციის საბჭოს წევრები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავენ.

news
: news თებერვალი 20, 2016 17:28 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics