იუსტიციის მინისტრმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. მინისტრი იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დასაქმებულთ შეხვდა და მათ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი ტენდერით შეირჩა. მისი არქიტექტორია ლუკა ჩაგანავა, პროექტის საერთო ღირებულება კი 1620 000 ლარია.
მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო. იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის საპროექტო ფართია 760 კვ. მ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვინ დაგვიცავს ძალადობისგან მოძალადეთა ხელში?!
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ხვდება