იუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია

იუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია

iushenkoუკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო ამბობს, რომ მსოფლიო და ევროპა უკრაინას არაადეკვატურად ექცევა.
“თუკი უკრაინის ეკონომიკა საერთაშორისო ინვესტიციების გარეშე დარჩება, ჩვენ ათეულობით წლები დაგვჭირდება ფეხზე წამოსადგომად” – განაცხადა იუშენკომ და ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთი უკრაინაზე საკმარისად არ რეაგირებს: “მსოფლიო არაადეკვატურია, ევროპა არაადეკვატურია იმ ჰუმანიტარული კატასტროფების მიმართ, რასაც ჩვენ განვიცდით” – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერჯერობით ყველაზე ცუდი წერტილი არ გაუვლია, და რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებში, 2017 წლის აპრილ-მაისამდე ქვეყანაში სიტუაცია მუდმივად გაუარესდება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია იმ კოზირის გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”
შემდეგი სტატიაფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ