იუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა

იუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია

“უკრაინის ხელისუფლება დონბასში ომს ხშირად თავისი არაეფექტური პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს,” – განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე სამი წელია, გრძელდება, უკრაინაში რეფორმებს არ აფერხებს და მსგავს სიტუაციაში ქვეყნის განვითარების მაგალითად ისრაელი დაასახელა.

იუშჩენკოს შეფასებით, ახლა უკრაინაში კორუფციის ყველაზე მაღალი დონეა და სწორედ ამიტომ ითხოვს რადასთან შეკრებილი ხალხი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.

“მიხეილ სააკაშვილი ყვითელ ბარათს აჩვენებს, რომელიც ცხადყოფს, რომ მმართველები უფრო პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრულები უნდა იყვნენ,”- აცხადებს იუშჩენკო.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების შეცდომაც მიიჩნევს, რომ ქვეყანა ოლიგარქებისგან ვერ გაწმინდა, ეს კი უკრაინას, მისი შეფასებით, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პერსპექტივასაც ართმევს.

იუშჩენკომ მთავრობის ფინანსური პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სტაბილური ეროვნული ვალუტა ოკუპანტთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია.

“აქ საუბარია არა ომზე, არამედ სუსტ ფინანსურ, მონეტარულ და საბანკო პოლიტიკაზე,” – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა
შემდეგი სტატიაშსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს