იურიდიული ფირმების ასოციაციას კვლავ ზვიად კორძაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე კვლავ ზვიად კორძაძე იქნება.

ასოციაციის მეხუთე საერთო კრებაზე დღეს მმართველო ორგანოს, გამგეობის წევრები აირჩიეს. არჩეულ კანდიდატთა შემადგენლობიდან კი, ასოციაციის თავმჯდომარე დაინიშნა. ახალი შემადგენლობით გამგეობის წევრები მმართველობით ფუნქციებს ასოციაციაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეასრულებენ.

დღესვე, ზვიად კორძაძემ ასოციაციის საქმიანობის ოთხი წლის ანგარიში წარადგინა.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია უკვე ოთხი წელია არსებობს. მისი ძირითადი მიზანი იურიდიული პროფესიის განვითარება და იურიდიული განათლების ხელშეწყობა; ადვოკატთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ასოციაცია 27 წამყვან იურიდიულ კომპანიას აერთიანებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა