იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა კომიტეტში დღეს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა დეპუტატმა, აქედან ლევან ბოძაშვილს მხარი დაუჭირა შვიდივე დეპუტატმა, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს კი – ხუთმა დეპუტატმა, ორმა კი წინააღამდეგ მისცა ხმა.

კანდიდატების საკითხი პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი: ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ 2015 წლის ბოლოსთვის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიააფხაზეთის და მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები წარმომადგენლობების გახსნას აპირებენ