იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა – ხუციშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.

ამის შესახებ ხუციშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში რამდენიმე დღის წინ, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

შსს-ს განმარტებით, მოსკოვის ყოფილი მერის მიერ „ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევის ხანდაზმულობის ვადა გასულია.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? – რატიანი
შემდეგი სტატიადანაშაული ფაქტიურად გახსნილია, ამიტომ სუს-ის მცდელობას, კამერების ჩანაწერები დაამონტაჟონ, აზრი აღარ აქვს-კილაძე