იური ლუცენკო:კანონი მოითხოვს პასუხისმგებლბა დაეკისროთ მათ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, “შეგინში” საზღვრის უკანონო გადაკვეთის მონაწილეებს და ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, – ამის შესახებ ლუცენკო სოციალურ ქსელში წერს.

“ხელისუფლებისთვის ბრძოლაში სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფოს ანადგურებენ. ვინც არ მეთანხმება სცადოს ქართულ ან ბრიტანულ საზღვარზე შეღწევა”, – წერს გენერალური პროკურორი.

მისივე თქმით, დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა მოქალაქისთვის სასამართლოა.

“სწორედ ასე დაიბრუნა ივანიშვილმა პასპორტი, რომელიც თავის დროზე მას სააკაშვილმა ჩამოართვა”, – აღნიშნავს ლუცენკო.

ლუცენკოს თქმით, საკითხის ძალისმიერი სცენარით გადაწყვეტა პრეცედენტია “ზახარჩენკოს, იანუკოვიჩის, კლიმენკოს, ნებისმიერისთვის, რომელიც ათას აქტივისტს შეკრებს”.

“კანონი მოითხოვს პასუხისმგებლბა დაეკისროთ მათ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, ხელმძღვანელობდა ამ ქმედებებს ან ხელს უწყობდა ამ ქმედებებს. ეს გაკეთდება”, – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. ამას წინ უძღოდა მესაზღვრეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება.

banner
წინა სტატიაშილვოვის მერმა დაპირება შეასრულა
შემდეგი სტატიაადიკო ივანიშვილი:„ქართულმა ოცნებამ“ სახელი უნდა გადაირქვას და ახდენილი ოცნება უნდა დაირქვას“