იური ლუცენკო: სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი სტატუსი არ ითვალისწინებს მის ექსტრადიციას საქართველოში, სადაც მას რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეარხი”112 канал”. გარდა ამისა, ლუცენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის უკრაინაში როგორც არალეგალური მიგრანტი. მისი თქმით, ასეთი ქმედება არ არის კანონიერი, მაგრამ განიხილება როგორც ადმინისტრაციული დანაშაული და სასამართლოს გადაწყვეტილებით ისჯება ჯარიმის სახით. “სწორედ ამიტომ გადასცა მას სასაზღვრო სამსახურმა ლვოვში ოქმი…როგორც კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ, მაგრამ დაეკისრება მას ჯარიმის გადახდა თუ არა, ამის თქმა არ შემიძლია, რადგან სააკაშვილი დე-იურე არ არის უკრაინის მოქალაქე და არალეგალური მიგრანტია”, -განაცხადა გენპროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია თანაქალაქელებს მიმართავს
შემდეგი სტატიარუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობენ