იური დერევიანკო: მიხეილ სააკაშვილს თავდებში 12 დეპუტატი უდგება

პარტია „ბატკვიშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს.
სასამართლოს სხდომაზე უკრაინის უმაღლესი რადის სახალხო დეპუტატმა იური დერევიანკომ დაასახელა იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც მზად არიან მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ. ესენი არიან: ვიტალი კუპრიი, დიმიტრი დობროდომოვი, ნატალია ნოვაკი, ვიქტორ ჩუმაკი, ალიონა შკრუმი, ალექსანდრე ოპანასენკო, პაველ კოსტენკო, ეგორ სობოლევი, ივან კრულკო და ალექსეი რიაბჩინი.
იური დერევიანკოს თქმით, ეს ის ხალხია, რომლებსაც არ ეშინიათ და ესმით, რომ ეს არის პროფანაცია.

banner
წინა სტატიაშიავაკოვის შვილი სააკაშვილის საქმეზე: “მეც იგივეს მიპირებდნენ”
შემდეგი სტატიაკომპანია m2 თბილისში, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას გეგმავს