იუნესკოში პირფერობის გამო თურქეთის ელჩი გადადგა

იუნესკოში პირფერობის გამო თურქეთის ელჩი გადადგა

iuneskoიუნესკოში კეთილი ნების ელჩი ომერ ზიულფიუ ლივანელი თანამდებობიდან გადადგა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პირფერობაში დაადანაშაულა -წერს თურქული მედია.
წერილში, რომელიც იუნესკოს ხელმძღვაენლის ირინა ბოლკოვას სახელზეა დაწერილი, ლივანელმა ის და სხვა ჩინოვნიკები იდეალების ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, გაერო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში დამოკიდებულია დაფინანსებებზე, რომელსაც სახელმწიფოები გადაიხდიან, ამიტომაც ორგანიზაცია ხელისუფლებების მისამართით მკაცრი კრიტიკისგან თავს იკავებს.
ლივანელის აღშფოთება იუნესკოს დიდმა დუმილმა გამოიწვია სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ქალაქ დიარბაკირში არსებულ კულტურის და ისტორიის ძეგლებზეა საუბარი, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა.
ლივანელი თურქი მწერალი, რეჟისორი, კომპოზიტორი და პოლიტიკური მოღვაწეა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკელმა მასწავლებლებმა 15 პოლიციელი დაჭრეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კაროლინაში ორი ამერკული გამანადგურებელი ერთმანეთს დაეჯახა