იუნესკოს ახალი ლიდერის ვინაობა მე-4 ტურშიც ვერ გამოვლინდა

იუნესკოს (UNESCO) აღმასრულებელმა საბჭომ ხმის მიცემის მეოთხე ტურშიც ვერ აირჩია ახალი გენერალური დირექტორი. მეხუთე ტური პარასკევს, 13 ოქტომბერს გაიმართება.


გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ახალი ლიდერის პოსტზე სამი ქვეყნის წარმომადგენელი იყრის კენჭს: საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულე, ეგვიპტის საზოგადოებრიბ საქმეთა ყოფილი მინისტრი მუშირ ხათთაბი და დიპლომატი ყატარიდან ჰამად ბინ აბდულაზიზ ალ-ქაბარი.
მეოთხე ტურში ამ უკანასკნელმა 30 ხმა მიიღო, კონკურენტებმა კი – 18. გამარჯვებისთვის აუცილებელია 30 ხმა.
გასულ კვირას იუნესკოს ლიდერის პოსტისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ ჩინეთის და ლიბანის წარმომადგენლები.
გამარჯვებული კანდიდატის დამტკიცება მოხდება იუნესკოს 39-ე გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც გვიან შემოდგომაზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მედიას დაემუქრა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა “მწვანე შუქი” მისცა ევროპის პროკურატურის შექმნას