იულია სკრიპალი გონზე მოვიდა, რუსი კონსული მის ნახვას ითხოვს

სერგეი სკრიპალის ქალიშვილს გონება დაუბრუნდა და საუბრობს – “ბიბისი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სოლსბერის საავადმყოფოში ამბობენ, იულია სკრიპალის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და უკვე კრიტიკულად არ ფასდება. სერგეი სკრიპალი კი, ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია. სოლსბერის საავადმყოფოს ექიმმა დოქტორ კრისტინ ბლანშარდმა თქვა, რომ იულია სკრიპალი მკურნალობას კარგად დაექვემდებარა, მაგრამ ის ისევ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არის.

სერგეი სკრიპალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, ხოლო იულია სკრიპალი გონს მოვიდე.
სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საბაბი გახდა, ბრალდებული რუსეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სმინისტრო, იულია სკრიპალთან საკონსულო დაშვებას ითხოვს, იმ მოტივით, რომ ის რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის ყოფილი უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მატს მოწამლეს რუსული წარმოების ნივთიერება “ნოვიჩოკით”. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, ოფიციალური ვერსიით, მომხდარის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაში,,ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე,,
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის