იტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა კავშირს მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა კავშირს მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირის ლეგალიზებას ეხება.
კანონპროექტს 173-მა სენატორმა უყარა კენჭი, წინააღმდეგ 71-მა მისცა ხმა. კანონპრროექტი პარლამენტის ქვედა პალატამაც უნდა დაამტკიცოს. იტალიის პრემიერმა მათეო რენცმა კენჭისყრას “ისტორიული” უწოდა.
თუკი პროექტს მიიღებენ, ერთნაირსქესიანები ქონების გაყოფის და მემკვიდრეობის უფლებას მიიღებენ.
დოკუმენტიდან ამორებულია ნორმა ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის უფლების შესახებ, რომლის გამოც იტალიელმა ლგბტ აქტივისტებმა კანონპროექტი არ მოიწონეს.

https://youtu.be/FRwtvQPpFt4

banner
წინა სტატიაშიელისო ჩაფიძე:”მოვუწოდებ ყველა მეშახტეს, ძვირფასო მეგობრებო, გაემიჯნეთ ძალადობას”
შემდეგი სტატიაბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა