იტალიის სენატმა ანტირუსული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია არ მიიღო

იტალიის სენატმა ანტირუსული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია არ მიიღო

senatiიტალიის სენატმა (პარლამენტის უმაღლესმა პალატამ) რუსეთისათვის სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია არ დაამტკიცა.
დოკუმენტი, რომელიც სენატს ოპოზიციურმა პარტია “ჩრდილოეთის ლიგამ” წარუდგინა, მთავრობას მოუწოდებდა გაეაქტიურებინა ანტირუსული სანქციების მოხსნის შესახებ ევროპულ ინსტიტუტებთან მუშაობა. ასევე, მასში აღნიშნული იყო “ყირიმის და დონბასის შესახებ თემის გაწონასწორებულ განხილვაზე, რომელიც საერთაშორისო ნორმების მიხედვით იქნებოდა წარმოებული”.
იტალიის მთავრობამ სენატს კანონპროექტის შესახებ უარყოფითი დასკვნა გადასცა.
“ჩვენი რეზოლუციის მიუღებლობით, მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მინისტრთა კაბინეტის უფროსმა, მათეო რენცმა კი გვაჩვენა, რომ ის არის პრემიერი, რომლისაც არ უნდა დავიჯეროთ”- განაცხადა პარტიის ლიდერმა ტოზატომ კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკემერონი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი პრემიერი მიიღებს
შემდეგი სტატიაეს არის მავნებლური გადაწყვეტილება