იტალიის საელჩოს ორგანიზებით “Teatri 35”-ის მიერ დადგმული სპექტაკლი „Chiaroscuro, staging of living paintings” გაიმართება

იტალიის საელჩოს ორგანიზებით

7 მარტს, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან თანამშრომლობით, თბილისში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ცნობილი იტალიური თეატრალური კომპანიის “Teatri 35″-ის მიერ დადგმული სპექტაკლი სახელწოდებით – „Chiaroscuro, staging of living paintings” („ჩიაროსკურო, გაცოცხლებული ნახატების დადგმა”) ჩატარდება.

სპექტაკლი გამდიდრებული იქნება იტალიელი ბაროკოს მუსიკით, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” თუმანიშვილის თეატრში,19.00 საათზე შეასრულებს.

ღონისძიება ცნობილი იტალიელი მხატვრის მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს ნახატთა სერიების გამოფენებს ასახავს. კომპანია „თეატრი 35“-ს იტალიიის თეატრში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ის სამი წევრისგან შედგება, რომლებიც 10 წელზე მეტია, ერთად მუშაობენ. ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი გახდა 2015 წლის კულტურული ღონისძიებების საკითხებში იტალიის საელჩოს სპონსორის, კერძოდ, “ვითიბი ბანკის”, “ვისოლის”, “აჭარა ჯგუფის”, “თოდინი” და ბეტა ჯგუფის მხარდაჭერით.

ღონისძიება ორგანიზებულია იტალიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ნეპალის მუნიციპალიტეტისა და ევროსაბჭოს პატრონაჟით.

banner
წინა სტატიაშინაძალადევში საცხოვრებელი სახლი და მაღაზია “ნუგეში” დაიწვა
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე: “გოგა ხაინდრავა არის ის, ვინც ზვიად გამსახურდია ერთ წუთში გაყიდა 1991 წელს ზუსტად იმ რუსეთზე”