იტალიის პრეზიდენტი “ნეიტრალური მთავრობის” ფორმირების წინადადებით გამოდის

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა “ნეიტრალური მთავრობის” ფორმირებას უჭერს მხარს, რომელიც ქვეყანას 2018 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს – 7 მაისს საღამოს თქვა და ყველა პარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა – “ნეიტრალური მთავრობა” მთავრობის ჩამოყალიბების უკანასკნელი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ დროებითი გამოსავალი იქნება.
პოპულისტურმა პარტია “ლიგამ” და “5 ვარსკვლავის მოძრაობამ” უკვე განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. ისინი 8 ივლისს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პუტინს ინაუგურაციის შემდეგ მიულოცა
შემდეგი სტატიააბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიაში ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება