იტალიის პოლიციამ მიგრანტების ცენტრში არეულობები ჩაახშო

იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ ვენეციაში, საემიგრაციო ცენტრში მიგრანტების პროტესტი ჩააცხრო. როგორც აღნიშნავენ, ცენტრის 25 თანამშრომელი, რომლებიც ცენტრიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, გამოშვებული არიან.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს ცენტრის ერთი ბინადარი გარდაიცვალა. ლტოლვილების თქმით, მათი თანამემამულე უყურადღების გამო მოკვდა.
იმავე საემიგრაციო ცენტრში ადრეც მოხდა მიგრანტების საპროტესტო აქცია – ისინი შეუსაბამო პირობებს აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა ბრიტანეთთან ტვირთის რკინიგზით გადატანა დაიწყო
შემდეგი სტატიაგერმანელი მინისტრი: ტერორიზმთან ბრძოლის კანონი შესაცვლელია