იტალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაამტკიცა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მათეო რენცის მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ერთნარსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა – “ბიბისი” წერს.
კანონპროექტს დადებითი შეფასება მისცა 369 დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 193 დეპუტატი წავიდა.
ამდაგვარად, კანონპროექტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ საპარლამენტო ხმისმიცემას ავტომატურად გაივლის, რადგანაც პრემიერმა რენცმა გაიტანა ის კენჭისყრაზე, მისი მიღების საკითხი მთავრობისადმი ნდობად გამოაცხადა – კანონპროექტის ვერ გატანის შემთხვევაში მათეო რენცი უნდა გადამდგარიყო.

მანამდე კანონპროექტი სენატმა დაამტკიცა, დოკუმენტიდან ამოღებულია ნორმა ერთნაირსქესიანების ქორწინების პერიოდში ბავშვის შვილად აყვანის შეასხებ. ამის გამო იტალიურმა ლგბტ-თემმა კანონპროექტს “გამყიდველური” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკემერონმა ნიგერიას და ავღანეთს ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყნები უწოდა
შემდეგი სტატია“ყოველ დილით, facebook-ზე დავწერ, რომ 26 მაისს, მე ვიქნები თავდაცვის მინისტრი“