იტალიის მთავრობა Charlie Hebdo-ს ზვავის თემაზე გაკეთებული კარიკატურის გამო სასამართლოში უჩივლებს

იტალიის ქალაქ ფარინდოლას ხელისუფლება, სადაც ზვავის ქვეშ მოყოლილი სასტუმრო “რიგოპიანო” მდებარეობს, ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს სასამართლოში უჩივლებს – წერს გაზეთი Leggo. კარიკატურაზე აღბეჭდილია მთებიდან თხილამურებით მომავალი სიკვდილი, რომელსაც ჯოხების მაგივრად ორი ცელი უჭირავს. მასზე წარწერილია: “იტალია. სიკვდილი მოდის”.
ქალაქის მერმა ილარიო ლაკეტამ განაცხადა, რომ ჟურნალისა და კარიკატურის ავტორის წინააღმდეგ საჩივრის შედგენის განკარგულება უკვე გაცემულია. მანამდე იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული კარიკატურის გამო, რომელიც იტალიაში 2016 წლის 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის თემაზე შეიქმნა. მიწისძვრას მაშინ 280 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ტრამპის შეფასებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაბრიტანელ ტურისტს თვითმფრინავში გინების გამო შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს