იტალიის კატების სანაპირო ტურისტებში პოპულარული ადგილია

კატების თავშესაფარი, რომელიც იტალიის კუნძულ სარდინიაზე მდებარეობს, რეგიონში ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ადგილად იქნა აღიარებული ტურისტებისათვის – The Local წერს.
თავშესაფარი სარდინიის ერთ-ერთ სანაპიროზეა განთავსებული მეთევზეების სოფელ სუ-პალოზუში. სერვისმა TripAdvisor ის კუნძულის ერთ-ერთ საინტერეო ადგილად დაასახელა.

ასოციაცია I Gatti di Su Pallosu-ს, რომელიც თავშესაფარს განაგებს, ე.წ. “აღფრთოვანების სერთიფიკატი” გადაეცა TripAdvisor-ის მრავალი დადებითი შეფასებისათვის.
“ადამიანებს კატები უყვართ და უყვართ სანაპიროებიც, ასე რომ ეს წარმატების რეცეპტია” – ამბობს ანდრე აცორი, რომელმაც მეუღლესთან ერთად დააარსა ეს არაკომერციული ორგანიზაცია 2011 წელს.

ანდრე ამბობს, რომ კატებს, როგორც წესი, წყალი არ უყვართ, მაგრამ ისინი ზღვასთან გაიზარდნენ და წყლის არ ეშინიათ. თავშესაფარში 60 კატა ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჰელსინკში ბანკის ფანჯრიდან ცხენირემი გადმოხტა