იტალიელ ბიზნესმენს ჩამოართვეს იახტა, რომელიც მუსოლინს ეკუთვნოდა

იტალიელ ბიზნესმენს ჩამოართვეს იახტა, რომელიც მუსოლინს ეკუთვნოდა

იტალიელ ბიზნესმენს ჩამოართვეს იახტა, რომელიც მუსოლინს ეკუთვნოდაიტალიაში პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ ბიზნესმენს ჩამოართვა იახტა “შავი ალი”, რომელიც ადრე დიქტატორ მუსოლინს ეკუთვნოდა – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
სამართალდამცველების თქმით, გამოძიების ფარგლებში სამი ეჭვმიტანილი და 10 კომპანიის საქმის შესწავლა მიმდინარეობდა. სულ 28 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება და მანქანებია ამოღებული.
პოლიციის განცხადებით,მეწარმის სახელი, რომელსაც მუსოლინის იახტა ჩამოართვეს, არ სახელდება, თუმცა, ორდერი მედიის თქმით, გამოწერილია 68 წლის სალვატორე სკვილანტეს სახელზე. ის ასევე ბრალდებულია ისეთ საქმიანობებში, რომელიც რომის მაფიოზურ წრეებს ეხება.

მუსოლინს იახტა “შავი ალი ” მეგობარმა 1930 წელს აჩუქა. გემი 1943 წელს, იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩაძირეს, რომ ის გერმანიისთვის არ გადაეცათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იახტა ამოიტანეს წყლიდან და აღადგინეს.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობას არ სურს, რომ იყოს დებატები, ეს მათთვის არაკომფორტულია
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის