იტალიაში ორი გაქცეული მაფიოზი ბუნკერში იპოვეს

იტალიაში ორი გაქცეული მაფიოზი ბუნკერში იპოვეს

იტალიაში ორი გაქცეული მაფიოზი ბუნკერში იპოვესიტალიის პროვინცია კალაბრიაში მაფიის ორი ბოსი, რომლების პოლიციას ემალებოდნენ, მიწისქვეშა ბუნკერში აღმოაჩინეს. თავშესაფარში დიდი რაოდენობით იარაღი ინახებოდა, იტყობინება სიენენი.

დაკავებული 47 წლის ჯუზეპე ფერარო 1998 წლიდან არის ძებნაში: 17 წლის წინ ის მკვლელობასა და დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშია ბრალდებული. მასთან ერთად დაკავებულია 37 წლის ჯუზეპე კრეა, რომელიც ასევე მაფიოზური სტრუქტურების შექმნაშია ბლალდებული.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკავების კომენტირებისას თქვა: “დღეს დიდი დღეა ყველასთვის, რადგანაც სამართლიანობამ გაიმარჯვა”.
ორივე დაკავებული უძველეს დანაშაულებრივ ჯგუფ “ნდრაჰგეტს” განეკუთვნებიან, რომელიც 1980 წელს არის დაარსებული.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში დაახლოებით 100 ნიღბიანი ადამიანი მიგრანტებს დაესხა თავს
შემდეგი სტატიაველოსკროსის ჩემპიონატზე მოტორიანი ველოსიპედი აღმოაჩინეს