იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 247-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება. ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრე ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადაან სამხრეთით, 24 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.

ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ ქალაქები აკუმოლი, ამატრიჩე და პესკარა დელ-ტრონტო. სწორედ ეს დასახლებული პუნქტები დაზარალდა ყველაზე მეტად.

სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონები პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მოინახულა და მოახლეობას დახმარებას დაპირდა.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური სირიის განცხადებით, თურქეთს სურს “ისლამური სახელმწიფო” სხვა ტერორისტებით ჩაანაცვლოს
შემდეგი სტატიაქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ