იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.

6 მთელი 2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 300-მდე კულტურული მნიშვნელობის შენობა დააზიანა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში, თუმცა უკვე მესამე დღეა მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი არავინ ამოუყვანიათ. სტიქიის ზონაში დღეს ბიძგებიც განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 4 მაგნიტუდის იყო.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მმართველ გუნდს სპეციალური განცხადებით უპასუხა
შემდეგი სტატიაილია მეორემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა