იტალიაში მატარებლების შეჯახებისას მემანქანე გადარჩა

იტალიაში მატარებლების შეჯახებისას მემანქანე გადარჩა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდასამხრეთ იტალიაში მატარებლების შეჯახებისას მემანქანე გადარჩა – იტალიური მედია წერს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ის საავადმყოფოში იმყოფება – Il Fatto Quotidiano სარკინიგზო კომპანია Ferrotramviaria-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მეორე შემადგენლობის მემანქანე გარდაიცვალა. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ შეჯახებამდე მატარებლები 100-110 კმ საათით მიდიოდნენ და მათ დამუხრუჭება ვერ შეძლეს.

უკანასკნელი მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 23-ია, დაშავებულები ათობით არიან – სავარაუდოდ, 50-მდე მგზავრი, მათ შორის ბავშვები.

შემთხევვა დღეს, ადგილობრივი დროით 11:30 წუთზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა: ბავშვურად აღშფოთებული ვარ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ისრაელი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მიღებული კანონის გამო გააკრიტიკა