იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის ფაქტს საქართველოს საგარეო უწყება შეისწავლის

ვიზიტის განმავლობაში დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად

romi1რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით იტალიაში ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობამ მუშაობა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ოფიციალურად წარმომადგენლობის გახსნა 2 აპრილს არის დაგეგმილი. Sputnik-ის ინფორმაციით წარმომადგენლობას მაურო მურდჟბა უხელმძღვანელებს.

“სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე იმყოფებიან, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, მეგობრული და კვალიფიციური მხარდაჭერისა და დახმარების იმედი ჰქონდეთ. ასევე იტალიის მოქალაქეები, რომლებიც ისურვებენ, ჩვენს რესპუბლიკას ესტუმრონ, შეძლებენ, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ზოგადად სამხრეთ ოსეთის, ასევე ვიზების და სხვა საკითხების თაობაზე-იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი

ვიზიტის განმავლობაში დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად

 

რუსული სააგენტოს Sputnik-ი მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო სამინისტრო შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო დროულ რეაგირებას მოახდენს ინფორმაციაზე, თუმცა დარწმუნებულები არაინ რომ წინა შემთხვევების მსგავსად ახლაც ადგილი აქვს დეფაქტო რეჟიმის მორიგ საინფორმაციო პროვოკაციას.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ბარაკ ობამას სათანადო არ დახვდნენ- არანაირი პატივისცემა
შემდეგი სტატია“მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“