იტალიაში 45 წლის ქართველი მოკლული იპოვეს

იტალიაში 45 წლის ქართველი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას bari.repubblica.it ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი ქალაქის ცენტრალურ პარკში, სკამზე აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ბეჭის არეში ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ცეცხლსასროლი ან ბასრი იარაღით არის მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით ადგილზე იმყოფებოდა ქართველების ჯგუფი, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მკვლელობა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით სამხილები იმაზეც მიუთითებს, რომ მკვლელობა სხვაგან მოხდა და ცხედარი ცენტრალურ მოედანზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა–ევროპული საქართველო გია ცერცვაძეს თავდებში უდგება
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს