ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა

ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა. 75 ქვეყნისგან შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველომ საფრანგეთისგან გადმოიბარა. ცერემონიას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც საფრანგეთმა ორგანიზაციის გაძლიერებაში შეიტანა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს საფრანგეთის საქმიანობას და იზრუნებს ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ გაძლიერებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამის გარეშე წარმატება ვერ მიიღწევა.

საფრანგეთის პრეზიდენტმის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დემოკრატიას სჭირდება, არის გამჭვირვალობა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის შეხვედრის გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, ამიტომ მთავრობებმა უნდა იზრუნონ დემოკრატიის გაღრმავებაზე და მათთვის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ხალხი.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/515876915424004/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი