ისრაელში ,,რუსთავი-2,, არჩევნების დასრულების მერე ჩართეს

isr,,თაიმერმა,, 30 სექტემბერს ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით, ისრაელის ტელეარხის მიერ ,,რუსთავი-2,,-ს გათიშვის ინფორმაცია გაავრცელა.
“ისრაელში მაუწყებელმა ქართულმა ტელეარხმა GTV-იმ, საიდანაც ხდებოდა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებების რეტრანსლირება, წინასაარჩევნოდ იგი გათიშა და მის ნაცვლად ბადეში “იმედის” “ქრონიკა” ჩასვა” – ამბობს წყარო “თაიმერთან” საუბარში. მისი თქმით, ისრაელში მცხოვრები ქართველები ფიქრობენ, რომ GTV-ის მეპატრონე მორის ჯანაშვილი დაინტერესებულმა პირებმა წინასაარჩევნოდ საქართველოდან მოისყიდეს. სავარაუდოდ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მორის ჯანაშვილთან.,, წერდა ,,თაიმერი,,

დღეს 9 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს, ,,თაიმერის ინფორმაციით, ისრაელში ტელეარხმა GTV-იმ ,,რუსთავი-2,, ისევ ჩართო.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგებლის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიატრამპს თანაპარტიელები მაკკეინი და შვარცნეგერი ხმას არ აძლევენ