ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 2500 სახლის აშენება გადაწყვიტა

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მორიგი 2,5 ათასი სახლის მშენებლობის შესახებ განაცხადა – ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ფართების აშენების შესახებ, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მშენებლობის პროექტი თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა და პრემიერმა ბინიამინ ნეთანიახუმ დაამტკიცეს.

მიმდინარე მომენტისთვის დაახლოებით 500 ათასი ებრაელი ცხოვრობს შენობებში, რომელიც პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაშენდა.
გაერომ, რამდენიმე კვირის წინ მიღებული რეზოლუციით, ისრაელს პალესტინის ტერიტორიებზე მშენებლობები აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიისთვის ახალი კონსტიტუცია მომზადა
შემდეგი სტატიამასაჩუსეტსის პოლიციამ აღმოაჩინა საწოლი, სადაც 20 მილიონი დოლარი იყო დამალული