ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ასობით სახლის მშენებლობის ნებართა გასცა

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში 566 სახლის და კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. პროექტი ადრეც განიხილებოდა, მაგრამ იერუსალიმის მერიამ დღის წესრიგიდან პრემიერ ბინიამინ ნეთანიახუს თხოვნით მოხსნა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხრიდან დამატებით კრიტიკას მოერიდა.
პრიექტის აღდგენის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპის ინაუგურაცის მეორე დღეს გაკეთდა. ისრაელის მემარჯვენე პარტიები იმედოვნებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი გაგებით მოეკიდება პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყებას.
პალესტინელებს სურთ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდეს, ისინი მშენებლობების წინააღმდეგ გამოდიან.
რამდენიმე კვირის წინ გაერომ სპეციალური რეზოლუციით ისრაელს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყება აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშიაშშ: ჯორჯიის შტატში უამინდობის გამო 11 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაამერიკული სატვირთო, რომელსაც ტანკის ჭურვები გადაჰქონდა, პოლონეთში ამოტრიალდა