ისრაელის პრეზიდენტის სიტყვებზე უკრაინელების ჰოლოკოსტში მონაწილეობაზე, კიევი გამოეხმაურა

5უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმირ ვიატროვიჩი, ისრაელის პრეზიდენტის რეუვენ რივლინის სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინელები ებრაელების მასობრივ დახოცვაში მონაწილეობდნენ, გამოეხმაურა -წერს “112 უკრაინა”.
“სამწუხაროდ, ისრაელის პრეზიდენტმა, უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაიმეორე საბჭოთა მითი იმის შესახებ, რომ უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია ებრაელებს ხოცავდა” – განაცხადა ვიატროვიჩმა.

შგახსენებთ, რომ “112 უკრაინა”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტმა რეუვან რივლინმა, უმაღლეს რადაში გამოსვლისას უკრაინელებს შეახსენა, რომ უკრაინელები და უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია ებრაელებს მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივად დევნიდა.
“დაახლოებით 1,5 მილიონი ებრაელია უკრაინის ტერიტორიაზე მოკლული მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი დახვრიტეს ტყეებში ან სხვა ადგილებში. დანაშაულის ჩამდენთაგან ბევრი უკრაინელი იყო” – განაცხადა რივლინმა. მათ შორის, ვინც უკრაინაში ჰოლოკოსტზე პასუხისმგელელია, უკრაინის ნაციონალისტული ორგანიზაციია – განაცხადა პრეზიდენტმა. ებრაელებსა და უკრაინელებს შორის მიმდინარე ურთიერთობა, ისრაელის პრეზიდენტის თქმით, მომავლისკენ არის მიმართული. “მაგრამ, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ისტორია, მისი ცუდი და კარგი მხარეებით, შეიცვალოს” – ხაზი გაუსვა რეუვან რივლინმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს სირიის გამო ახალი სანქციები ელოდება
შემდეგი სტატიამექსიკაში სამი მშობლისგან პირველი ბავშვი გაჩნდა