ისრაელის ხელისუფლებას  ქრისტიანებიც უჩივიან

ბრიტანული გამოცემა,  The Guardian-ის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის ქმედებები რეგიონში მცხოვრებ მუსლიმანებთან ერთად ქრისტიანებსაც უქმნის საფრთხეს. რადიკალურად განწყობილი ებრაელების სამიზნეები ხშირად ეკლესიებიც ხდება. შევიწროება და თავდასხმები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.  უფრო მეტიც ებრაული დასახლებების მხრიდან თავდასხმები, ხშირად დაუსჯელიც რჩება.

ადრე, იერუსალიმში წმინდა ადგილები გადასახადებიდან გათავისუფლებული იყვნენ, მაგრამ  მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, ქალაქის საბჭომ წმინდა ადგილებს გადასახადები დაუწესა. ეკლესიებს წარსულიდან შემორჩენილი 200 მილიონ დოლარამდე გადასახადიც დაეკისრათ. ქალაქი საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება  ქრისტიანულმა მრევლმა გააპროტესტა, რის გამოც საბჭო იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეჩერებინა. იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელთა  პატრიარქი  თეოფილე III-ე, რამდენიმე თვის წინ მთავრობის წარმომადგენლებს  შეხვდა თუმცა, ებრაელთა განსახლების საოკუპაციო დამოკიდებულებაზე რაიმე სახის ცვლილება არ შემჩნეულა.

banner
წინა სტატიაშიბელორუსულმა საიტმა რუსეთის მოქალაქეებს ღორები უწოდა
შემდეგი სტატიარუსულმა ბომბდამშენმა საავადმყოფო დაბომბა