ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელიც გაუპატიურებისათვის იხდის სასჯელს, ვადაზე ადრე განთავისუფლდება. ისრაელის ციხის მართვის შეწყალების კომისიამ 71 წლის პოლიტიკოსის თხოვნა გაითვალისწინა. ის ციხეს მომავალ კვირას დატოვებს. ადვოკატის თქმით, კაცავმა ეს ამბავი რომ გაიგო, ტირილი დაიწყო. მან 7-დან 5 წელი მოიხადა.
პოლიტიკოსს ბრალი არასდროს არ უღიარებია.