ისრაელ-სირიის საზღვარზე საჰაერო განგაშის სისტემა ამუშავდა

ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გოლანის მაღლობებზეა განგაში. გარემოებებს ვსწავლობთ” – აცხადებენ სამხედროები. ამბობენ, რომ შესაძლებელია, საჰაერო განგაში სირიის მხრიდან სარაკეტო შეტევამ გამოიწვია.
ადრე გავრცელდა, რომ ისრაელმა სირიაში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შეტევის მსხვერპლი ცოლი და ქმარი გახდა, რომლებიც პროვინცია დერააში ცხოვრობდნენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბრიუსელის სადგურზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
შემდეგი სტატიაგერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა – შსს