ისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

ისნის რაიონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ერთ ადამიანს ოპერაცია პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

როგორც დაშავებულის ნათესავმა განაცხადა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ჩაუტარდა ოპერაცია. შიდა სისხლდენა ჰქონდა. თირკმელი აქვს დაზიანებული. როგორც ექიმებმა გვითხრეს, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა დაშავებულის ნათესავმა.

ისნის რაიონში სასტუმრო “რიჩის” კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.ავტობუსში 16 მგზავრი იჯდა. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დედაქალაქში გასულ წელს მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზა დაიგო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: – “გავუსაამებლებ მაგას საქმეს!… არ გამიხადურეს საქმე ამ უნიათოებმა?!… “