ისლანდიის პრეზიდენტი კენჭს მეექვსედ იყრის

ისლანდიის პრეზიდენტმა, ოულავიურ რაგნარ გრიმსონმა განაცხადა, რომ ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას. სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ არ აპირებდა ამის გაკეთებას, თუმცა, გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მიიღო. ოულავიური ამბობს, რომ მას უკანასკნელ ხანებში ბევრმა ადამიანმა მიმართა თხოვნით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რადგანაც, ეშინიათ, რომ პრემიერის გამოცვლის შემდეგ პრეზიდენტის გამოცვლამ, შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ისლანდიის პრემიერი აპრილის დასაწყისში “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ივნისში გაიმართება. ოულავიუროს გარდა ქვეყნის მეთაურის პოსტზე ათეულობით კანდიდატურაა წარდგენილი. ის ქვეყანას 1996 წლიდან მართავს. ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს შეზღუდვები არა აქვს. ისლანდიაში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს გაეროში ელჩის კორტეჟიდან მანქანამ ბიჭი სასიკვდილოდ გაიტანა
შემდეგი სტატიატრამპმა 11 სექტემბერზე საუბრისას შეცდომა დაუშვა