ისლანდიის პრემიერმა “პანამის დოკუმენტების” გამო უარი განაცხადა გადადგომაზე

ისლანდიის პრემიერმა

ისლანდიის პრემიერმა "პანამის დოკუმენტების" გამო უარი განაცხადა გადადგომაზეისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, სიგმიუნდურ გიულეიქსონმა განაცხადა, რომ “პანამის დოკუმენტების” გამო გადადგომას არ აპირებს.
როგორც მან ისლანდიურ ტელეკომპანია Channel 2-ს განუცხადა, მთავრობას კარგი შედეგები აქვს და მისთვის მთავარია სამუშაო დაასრულოს. ასევე, მან დაამატა, რომ მისთვის ისლანდიელების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მისი თქმით, “პანამის დოკუმენტებში” არაფერი ყოფილა ახალი.
ამავე დროს, ისლანდიის ოპოზიციამ ქვეყნის პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდა. დღესვე რეიკიავიკში გაიმართა ოპოზიციის მიტინგი, სადაც მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.

დღესვე, იმავე მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ინტერნეტით 23 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი – სულ ქვეყანაში 330 ათასი მოსახლეა.
პანამის იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ის დოკუმენტებიდან, რომელიც ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა, ისლანდიის პრემიერს ქვეყნის რამდენიმე ბანკში არადეკლარირებული ინტერესები აქვს.

გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, პრემიერმა და მისმა ცოლმა 2007 წელს ოფშორული კომპანია Wintris დაარეგისტრირეს. როცა გიუნლეიგსონი პარლამენტის წევრი გახდა, 2009 წელს მან ამ კომპანიის შესახებ დეკლარაცია არ გააკეთა, 8 თვეში კი მან კომპანიის 50%-იანი წილი საკუთარ ცოლს 1 ევროდ მიყიდა. კომპანია ისლანდიის ბანკში მილიონობით დოლარის ინვესტირებას ანხორციელებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
შემდეგი სტატია“სამეფო კარის თამაშების” მსახიობის მიერ გაკეთებული პაროდია (ვიდეო)