ისლანდიაში ქურდი ციხიდან გაიპარა და ქვეყნიდან გაფრინდა რეისით, რომელზეც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა

მამაკაცი, რომელმაც ისლანდიაში ყველაზე მასშტაბური ქურდობა ჩაიდინა, ციხიდან გაიქცა და შვედეთში გაფრინდა რეისით, რომელზეც, ასევე ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა -წერს  Reuters-ი. მედიის ინფორმაციით, პატიმარი სინდი ტორ სტეფანსონი სონის ციხიდან ფანჯრიდან გადახტა, შემდეგ, 100 კილომეტრი გაიარა რეიკიავიკამდე და სტოკჰოლმში გაფრინდა. ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოუტირი შვედეთში თავის ინდოელ კოლეგასთან შესახვედრად მიდიოდა.
პოლიციის ვერსიით, გაქცეულმა პატიმარმა რეგისტრაცია სხვისი სახელით გაიარა. ისლანდიის მთავრობამ მასზე უკვე გასცა საერთაშორისო ორდერი.

მამაკაცი იმ 11 პირთაგანი იყო, რომლებმაც 600 უძლიერესი კომპიუტერი მოიპარეს კრიპტოვალურის მაინინგისთვის. ნაქურდალის პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა. მოპარული კომპიუტერები 2 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

banner
წინა სტატიაშიერაყის ავიაციამ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციები დაბომბა
შემდეგი სტატიარუსეთმა განაცხადა, რომ იულია სკრიპალის სისხლში შხამი ხელოვნურად იყო შეყვანილი