ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ნაპოვნ 22 წლის ნიკა ბეგაძის ცხედარს, ისლანდიიდან რუსთავში, ერთ კვირაში გადმოასვენებენ. ბეგაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ექსპერტიზამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მდინარეში ნაპოვნი ცხედარი ნიკა ბეგაძეა. ცხედარს ჩაუტარდა აუტოფსია და გენეტიკური ექსპერტიზაც.

ცხედრის რუსთავში გადმოსვენებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

ნიკა ბეგაძე ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერთან 19 ივლისს გაუჩინარდა. სამძებრო ღონისძიებები ჩანჩქერში, მდინარეში და სანაპიროზე მიმდინარეობდა და მასში სპეციალური ტექნიკა, კერძოდ ვერტმფრენებიც იყო ჩართული.

ისლანდიის პოლიციამ მდინარე ჰვითაში მამაკაცის გვამს 6 აგვისტოს მიაკვლია. თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით იმავე დღეს დადგინდა, რომ ეს ნიკა ბეგაძე იყო. მიმდინარე კვირას კი ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და ცხედარი საბოლოოდ ინდენტიფიცირებული იქნა.

ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი. ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში აფეთქების დროს დაშავებული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაშველებმა ურეკში 12 საათის განმავლობაში 52 ადამიანი გადაარჩინეს