“ისლამურმა სახელმწოფომ” მანქანებით და თევზით დაიწყო ვაჭრობა

“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მანქანებით და თევზით დაიწყეს ვაჭრობა – Reuters-ი ერაყის სასამართლო სისტემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ტერორისტების დაფინანსების სქემა შეიცვალა ხალიფატის გამოცხადების შემდეგ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც არმიამ რამდენიმე ნავთობმოპოვებაზე დააწესა კონტროლი, მათ მოიფიქრეს ბოევიკებისათვის გადახდის ფორმები” – განაცხადა მოსამართლე აბიდ ალ-ხუჯეინმა.
მისი მონაცემებით, ახლა ბოევიკები ერაყის ასობით ტბაში თევზაობენ და მანქანებით ვაჭრობენ, რომელიც ტერიტორიების დაპყრობის დროს ხელთ ჩაიგდეს. ამ გზას ისლამისტებისთვის თვეში მილიონობით დოლარი შემოსავალი მოაქვს – განაცხადა მოსამართლემ.

გარდა ამისა, ტერორისტები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობას ართმევენ მიწის და შინაური ფრინველების გადასახადს.

აშშ-ს სპეცსამსახურებია მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების რიცხვი დაახლოებით 20-25 ათასია.
“ისლამურმა ასხელმწიფომ” 2014 წელს დაიკავა ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრებს სამი დღით გახსნის
შემდეგი სტატიააშშ-ს გემებთან მიახლოვების შემთხვევაში თვითმფრინავები სამხედრო პასუხს მიიღებენ