საერთაშორისო ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ანდროიდისთვის აპი გამოუშვა, რომელიც ბავშვებს არაბულ ანბანს ასწავლის – Vocativ-ი ავრცელებს.
სკრინშოტების მიხედვით, ანბანის რამდენიმე ასო სამხედრო თემატიკის ილუსტრაციებს შეიცავს, კერძოდ კი, სურათებს ტანკებით, ხმლით, პატრონებით, ტყვიით. მომხმარებლები ამბობენ, რომ დამატებაში ასევე შესაძლებელია შესაბამისი თემატიკის სიმღერების მოსმენა.