,,ისლამურმა სახელმწიფომ,, პალმირა აიღო და რუსული ავიაბაზის შტურმი დაიწყო

არაბული და რუსული წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ სირიაში ქალაქ პალმირას დაკავებისა და ქალაქთან ახლოს მდებარე რუსული ავიაციის მიერ გამოყენებადი ბაზის ,,ტიასიზე,, (Т-4) წინააღმდეგ შტურმის დაწყების შესახებ.
რუსული ,,ინტერფაქსის,, ინფორმაციით… ,,თუ ISIS-ს ჯიჰადისტებმა ავიაბაზა დაიკავეს, ეს იქნება კატასტროფა, რადგან ის არის უკანასკნელი ფორპოსტი ხომსის პროვინციის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე და ამ ტერიტორიაზე უდაბნოში დარჩენილი სირიის ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებს განადგურებისაგან ვერაფერი იხსნის,,
გავრცელებული ინფორმაციით, ასადის მომხრე სამთავრობო ჯარებმა პალმირა მძიმე ბრძოლების შედეგად ისე დატოვეს, რომ რუსული ბრონეტექნიკისა და აღჭურვილობის გატანა ვერ მოასწრეს… ქალაქიდან გასვლის შემდეგ კი იმ ავიაბაზასთან გამაგრდნენ, რომელზეც 2015 წლიდან რუსული ავიაცია იყო განთავსებული. ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკებმა კი ავიააბაზის გარშემო მდებარე სოფლები ალ-ბაიარათი და ად-დავა დაიკავეს საიდანაც ავიაბაზის შტურმი დაიწყეს… როგორც რუსული მედია აცხადებს ამ დრომდე გააფრთებული ბრძოლები მიდის ავიაბაზის დასაცავად, რომელშიც რუსული ავიაციაა ჩართული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ასად-რუსეთის კოალიციის მარცხს პალმირაში, ამერიკული კოალიციის მიერ რაკკასა და ისლამისტთა სხვა ფორპოსტების დაბომბვის შეწყვეტით ხსნის.

 

https://youtu.be/58aNYd-1du4

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით 235 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიადიარბაქირში თურქული F-16 ჩამოვარდა