,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მოსულში 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

14971944_672984312861759_1493958482_nტელეარხ ,,ას-სუმარიას,, განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრებმა ერაყის ქალაქ მოსულის ცენტრში 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ს მეომრებმა მოსულში 30 ადამიანი ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო მოკლეს.
წყაროს ცნობით, ტერორისტები მოსულის მოსახლეობას ქალაქის თვითნებურად დატოვებას უკრძალავენ და მათ განადგურებით ემუქრებიან, ხოლო თვითონ ქალაქიდან გაქცევის დროს მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და ათეულობით ადამიანთან ერთად ტოვებენ ქალაქს.

banner
წინა სტატიაშინეთანიახუ: ტრამპი ისრაელის ჭეშმარიტი მეგობარია
შემდეგი სტატია(ექსკლუზივი) დაკარგული გერმანელი ბიზნესმენი მესტიაში მკვდარი იპოვეს