,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ლიბიაში ქალაქ-მუზეუმი დაიკავა…

არაბული წყაროების ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიბიურმა დაჯგუფებამ, ამ ქვეყანაში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ქალაქი საბრატა დაიკავა…

საბრატა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლ-ქალაქად, იუნესკომ 1982 წელს გამოაცხადა, რადგან ამ ქალაქში რომისა და ბიზანტიის იმპერიის დროინდელი მრავალი ძეგლია შემორჩენილი… ისეთები როგორიცა მე-3-ე საუკუნის რომაული თეატრი, სერაფისისა და იზიდას ტაძრები.

,,როგორც პალმირირას შემთხვევაში ,,ისლამურმა სახელმწიფომ, აქაც დაუმიზნა რომაულ-ბერძნულ ძეგლებს,, აცხადებს ბრიტალენი პროფესორი და არქეოლოგი დევიდ მატინგლი, რომელიც  ვარაუდობს, რომ საბრატას ,,ისლამური სახელმწიფოს,, მხრიდან, ისეთივე ბედი ეწევა, როგორც სირიაში პალმირას  და ალეპოს,  ერაყში კი – ტიკრიტის.

როგორც არაბული წყაროები აცხადებენ, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერი აბუბაქრ ალ-ბაღდადი  ლიბიაში გადაბარგდა და იქ იწყებს აქტიურ ქმედებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაშიც მალე სირიის მსგავს სიტუაციას უნდა ველოდოთ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სამართალდამცველები პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილებს ეძებენ
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობამ ტვიტერი “ტერორიზმის პროპაგანდისთვის” დააჯარიმა